„სტუდფესტი 2024-ის“ ფარგლებში ხალხური სიმღერის კონკურსი გაიმართა.
ღონისძიებაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, ბეჟან წინწალაშვილის ხელმძღვანელობით, გურული, ლაზური და აჭარული სიმღერების პოპურით წარდგა.
კონკურსზე საბოლოოდ „კავკასიელებმა“ მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ცნობისთვის, მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ტარდება და მასში მონაწილეობას საქართველოს ყველა უნივერსიტეტის 25000-მდე სტუდენტი იღებს. ფესტივალი სპორტულ, კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს მოიცავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება