კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობა - მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის 2024 წლის კურსდამთავრებული, თეონა კაციაშვილი, პროფესიულ სტაჟირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლის.
19 აგვისტოდან ის ერთწლიანი სტაჟირების ფარგლებში, ვაშინგტონის შტატში, მეღვინეობაში - “Maryhill Winery“ - დასაქმდება. თეონა კაციაშვილი სტაჟირების ნახევარ პერიოდს ლაბორატორიაში (Lab Technician), ხოლო მეორე ნახევარს უშუალოდ საწარმოში (Cellar Hand) გაატარებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება