24 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო ინტელექტკლუბის ორგანიზებით, სატელევიზიო ტიპის - რა? სად? როდის? გაიმართა. კსუ-ს ინტელექტკლუბის წევრების მიერ დაკომპლექტებული გუნდების წინააღმდეგ, თბილისის უმაღლესი და სუპერლიგის მონაწილე მოთამაშეებით შედგენილმა ოთხმა გუნდმა ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ თამაში ტრადიციული სატელევიზიო ფორმატის სტილში ჩატარდა. თამაშის ბოლოს გამოავლინეს ღირსეული გამარჯვებულიც: ამირან კილაძის ექვსვეული, (შოთა ჯანაშია, შალვა ჩიკვილაძე, გენადი ბჟინავა, ირაკლი გაბელია, ვიტალი მაჭავარიანი ) რომლებმაც გადამწყვეტ რაუნდში, 6-0 დაამარცხეს რედაქტორები, საუკეთესო მოაზროვნის ტიტული კი შალვა ჩიკვილაძეს ერგო.
გამარჯვებულ გუნდსა და მოაზროვნეს ინტელექტკლუბისაგან საჩუქრად სუვენირული ბუ და თასი გადაეცათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება