„თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018“ საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიება, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა, მასშტაბურ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს მოიცავდა და მასში დედაქალაქში არსებული 23 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების 30 000-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დახურვის ღონისძიებაზე, 600 - მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტით იყო წარმოდგენილი. უნივერსიტეტის მხრიდან, ღონისძიების ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთნენ სტუდენტური თვითმმართველობის, ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები, ადმინისტრაცია და დეკანატის წარმომადგენლები.
ღონისძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრნენ. შეგახსენებთ, რომ "თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2018" "საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის" ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა არაერთი სპორტული და კულტურული ღონისძიება. მასშტაბური შეჯიბრები გაიმართა სპორტის ექვს სახეობაში. კერძოდ, მინი ფეხბურთში, ფრენბურთში, ჩოგბურთში, ქუჩის კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბოულინგში. მათგან ოთხ სახეობაში შეჯიბრები ჩატარდა, როგორც გოგონებს, ასევე ვაჟებს შორის.
ფესტივალის მიზნებია:
ღონისძიებას დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, სტუდენტები, საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები და უნივერსიტეტის რექტორები დაესწრნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება