6 ივლისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022-ის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა.
ფესტივალში, რომელიც სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა, 34 უნივერსიტეტის 50 000-მდე სტუდენტი იღებდა მონაწილეობას.
4 ივნისიდან - 5 ივლისის ჩათვლით
აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კერძო უნივერსიტეტებს შორი პირველი ადგილი, საერთო ჩათვლაში კი მე-3 ადგილი დაიკავა.
ღონისძიებაზე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიმართა, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.
CIU-ს პრიზიორები ღონისძიებაზე ღონისძიებაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ სერტიფიკატებითა და თასებით დააჯილდოვა.
ფესტივალის დახურვის ღონისძიებას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 700-მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება