შეგახსენებთ, რომ ახლოვდება ჟურნალ IJSS-ის გაზაფხულის ნომრის გამოსვლის თარიღი. "საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში" გამოდის წელიწადში ორჯერ, დეკემბერსა და ივნისში.
ჟურნალში მიიღება სტატიები დოქტორის ხარისხის მქონე მეცნიერების და დოქტორანტურის სტუდენტების ავტორობით.
სტატიის გამოქვეყნების მსურველებს ვთხოვთ გაითვალისწინონ, რომ სტატიის წარდგენის ბოლო ვადაა 30 აპრილი, 2025, 17:00 საათი.
სტატიის გამოგზავნა შესაძლებელია ჟურნალის ელ.ფოსტაზე - ijss@ciu.edu.ge
ავტორებს სტატიის გამოგზავნამდე ევალებათ, რომ ყურადღებით გაეცნონ ავტორთა გზამკვლევს და დარწმუნდნენ, რომ სტატია შეესაბამება ჟურნალის სტანდარტებს. ავტორთა გზამკვლევი იხილეთ ბმულზე.
დეტალურ ინფორმაციას სტატიის გამოქვეყნების პროცედურების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
„საერთაშორისო ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ არის ორენოვანი (ქართული და ინგლისური) რეფერირებადი ჟურნალი, ორმაგი ანონიმური რეცენზირებით და ღია წვდომით, რომელიც დაარსდა 2021 წელს (E-ISSN 2720-8036). ჟურნალი ინდექსირებულია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სამეცნიერო ბაზაში - “Index Copernicus“ და წარმოდგენილია აღნიშნული სამეცნიერო ბაზის Master list-სა და World List-ში.
ჟურნალის მიზანია ხელი შეუწყოს აკადემიურ კვლევებს ორიგინალური სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებით, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ კვლევით სტანდარტებს და ქმნიან ახალ ცოდნას ან/და საკითხს წარმოაჩენენ ახლებური ხედვით.
სტატიის გამოქვეყნება ავტორებისთვის არის უფასო, მისი გამოქვეყნების ხარჯებს აფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჟურნალში სტატიები ქვეყნდება ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, მედიის და საერთაშორისო ურთიერთობების ნებისმიერი სპეციალობებიდან. ჟურნალი ასევე მიესალმება ინტერდისციპლინურ კვლევებს, რომლებიც ეხება ზემოაღნიშნული მიმართულებებიდან ერთ-ერთს მაინც. სტატიები უნდა იყოს ემპირიული/თეორიული კვლევის შედეგები ან შემთხვევის ანალიზი (case study).
დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიწეროთ ჟურნალის ადმინისტრაციას ელ.ფოსტაზე - ijss@ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება