30 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა პოეტ ტარიელ ხარხელაურთან.
ღონისძიებაზე პოეტმა ცხოვრების განვლილ გზაზე ისაუბრა და საზოგადოებას თავისი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექცი წაუკითხა.
შეხვედრა CIU-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა თამარ ქავთარაძემ გახსნა, შეხვედრის მოდერატორი კი რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი გახლდათ. დასასრულს სტუმარსა და დამსწრე აუდიტორიას მიესალმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია.
ღონისძიება ბიბლიოთეკართა დღეს მიეძღვნა და მას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და ემსჯელათ საბიბლიოთეკო სფეროს განვითარების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მიერ, სტუმრებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელით ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.
ცნობისთვის, მიმდინარე წელი ტარიელ ხარხელაურის 80 წლის საიუბილეო წელია. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ პოეტს სიმბოლურად ხევსურული ჟილეტი გადასცა საჩუქრად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება