ცხადდება ნაშრომების მიღება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სამართლის ფაკულტეტის, იაგელონიის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ევრაზიის კვლევების ფაკულტეტისა და იოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (პოლონეთი) ერთობლივი საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციისთვის: „საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლისა და მედიის თანამედროვე გამოწვევები".
კონფერენცია გაიმართება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჰიბრიდული ფორმატით (მის: თბილისი, ჩარგლის ქ. 73);
კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
კონფერენციის ტექნიკური მოთხოვნები:
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს;
კონფერენციის სამუშაო ენები - ქართული და ინგლისური;
კონფერენციის მონაწილე ირჩევს ერთ-ერთ სამუშაო ენას და სარეგისტრაციო ფორმას ავსებს მხოლოდ ერთ არჩეულ ენაზე;
კონფერენციისთვის სავალდებულოა მხოლოდ თეზისების წარმოდგენა (მოცულობა: მინიმუმ - 750, მაქსიმუმ - 1300 სიმბოლო);
კონფერენციაზე, სურვილის შემთხვევაში, დაშვებულია მხოლოდ ერთი თანაავტორი (თანამომხსენებელი);
მომხსენებელს აუცილებელია ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი.
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 25 აპრილი;
აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ - 28 აპრილი;
კონფერენციის დღე - 23 მაისი;
იხილეთ კონფერენციის სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/xklMb
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება