კსუ-ს ირინე სხირტლაძის სახელობის პოლონური ენისა და კულტურის ცენტრში პოლონეთის დელეგაციასა და განათლების საკითხებში ჩართულ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, თემაზე: „ინოვაციები და განათლება პოლონეთსა და საქართველოში, შედარებითი ანალიზი“. მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე გაამახვილეს. შეხვედრის მეორე ნაწილში საუბარი შეეხო გაცვლით პროგრამებს, მათგან კი აღინიშნა ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც პოსტ-სამაგისტრო საფეხურზე მაგისტრებს საშუალებას აძლევს ისწავლონ პოლონეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში და მოემზადონ სადოქტორო სწავლებისთვის.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას საპატიო სტუმრებთან ერთად, ლეინ კირკლენდის სტიპენდიანტები, კსუ-ს სამაგისტრო პროგრამების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება