ცვლილებები სასწავლო პროცესის ფორმატში
გაცნობებთ, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის შემსუბუქების გათვალისწინებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ეტაპობრივად მოხდეს სასწავლო პროცესის დაბრუნება საუნივერსიტეტო სივრცეში.
რეგიონებში მცხოვრები სტუდენტებისთვის არსებული სირთულეებიდან გამომდინარე გადაწყდა შემდეგი:
- საბაკალავრო/ერთსაფეხურიანი პროგრამებისათვის შუალედური გამოცდების შემდეგ (26 აპრილიდან), სწავლა განახლდება საუნივერსიტეტო სივრცეში. შუალედური გამოცდები ჩატარდება ისევ ონლაინ, ხოლო დასკვნითი გამოცდები, საგამოცდო ცენტრში;
- მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამებისთვის შუალედური გამოცდების (10 მაისი) შემდეგ (სამართლის სამაგისტრო პროგრამისთვის პირველი შუალედურის შემდეგ), სწავლა განახლდება საუნივერსიტეტო სივრცეში. შუალედური გამოცდები ჩატარდება ისევ ონლაინ, ხოლო დასკვნითი გამოცდები, საგამოცდო ცენტრში;
- უცხოენოვანი პროგრამებისათვის (საბაკალავრო/ერთსაფეხურიანი და სამაგისტრო) სწავლის დაწყების ვადა გადაიწია 28 მარტამდე და სასწავლო პროცესი განხორციელდება სრულად საუნივერსიტეტო სივრცეში.
გისურვებთ მშვიდობასა და ჯანმრთელობას!