27-31 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები დოქტორანტურის სამსახურის წარმომადგენლებთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანთან, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელთან, სამეცნიერო ხელმძღვანელებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სამეცნიერო საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში იმყოფებოდნენ საბერძნეთში, ქალაქ ათენში.
პროექტი განხორციელდა უნივერსიტეტის კანცლერის, ბატონი ვახტანგ წივწივაძის ფინანსური მხარდაჭერითა და დოქტორანტურის სამსახურის ინიციატივით.
სამეცნიერო სემინარს თემაზე - “სახელმწიფო სუბსიდირების გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე”- წარუძღვა ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი თეა კასრაძე, თემამ დოქტორანტებისა და პროფესორ-მასწავლებლების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, გაიმართა საინტერესო დისკუსია, დაისახა სამომავლო პერსპექტივები.
კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ფარგლებში ჯგუფმა მოინახულა ქალაქის ღირსშესანიშნაობები და ულამაზესი კუნძული ეგინა.
აღსანიშნავია, რომ, ერთი მხრივ, საინტერესო და აქტუალურმა სამეცნიერო აქტივობამ, ხოლო, მეორე მხრივ, არაფორმალურ გარემოში დოქტორანტების, ადმინისტრაციის წარმომადგენელებისა და პროფესორ მასწავლებლების კომუნიკაციამ დადებითი შედეგები მოიტანა გუნდის გაერთიანებისა და საერთო მიზნების მიღწევის თვალსაზრისით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება