კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პირველკურსელები საქართველოს უზენაეს სასამართლოს ესტუმრნენ.
პროფესიული ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეს, თამარ ზამბახიძეს და ექსპერტს კერძო სამართლის საკითხებში, მზია თოდუას შეხვდნენ, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს სასამართლო სისტემასა და ამ მიმართულებით პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე.
ტურის ფარგლებში სტუდენტები სასამართლოს სტრუქტურასა და შენობის ისტორიას გაეცნენ, ასევე დაათვალიერეს სხვადასხვა დარბაზები და მუზეუმი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება