CIU-ს პროფესორ ვახტანგ მაისაიას პოლონეთის რესპუბლიკის ახალი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - „ბრინჯაოს არწივის ორდენი“ - გადაეცა.
პოლონეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვარშავაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების / გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელს, პროფესორ ვახტანგ მაისაიას, პოლონეთის რესპუბლიკის ახალი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - „ბრინჯაოს არწივის ორდენი“ - გადაეცა.
აღნიშნული ორდენის გადაცემა მოხდა უშუალოდ პოლონეთის რესპუბლიკის მეცნიერების და უმაღლესი განათლების მინისტრის, დოქტორ პრშემისლავ ჩარნეკის ინიციატივითა და წარდგინებით. აღნიშნული ორდენი ასევე მიენიჭა ევროპარლამენტის პრეზიდიუმის წევრს, ევროპარლამენტის დეპუტატს, პროფესორ კაროლ კარსკის.
ვახტანგ მაისაიას აღნიშნული ჯილდო გადაეცა იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მას პოლონეთში მეცნიერების, განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარების საქმეში შეაქვს, ასევე მისი განსაკუთრებული სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური საქმიანობისთვის სამხედრო მეცნიერების, უსაფრთხოების კვლევებისა და პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება