26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა მეღვინეობის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ შემდეგი სახის ღვინოები: „ოკამი“ (თეთრი, წითელი), „ხაშმის საფერავი“, „თავკვერი“, „შავკაპიტო“, „რქაწითელი“. ასევე, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დამზადებული სტუდენტური და საექსპერიმენტო ღვინოები.
აღსანიშნავია, რომ წელს ბაზარზე პირველად გამოჩნდა ახალი ადგილწარმოშობის ღვინო „ოკამი“, რომლის სპეციფიკაციის ავტორიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტია მეღვინეობა „ეთნო ოკამთან" ერთად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება