25 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის შემოდგომის სეზონის ფარგლებში „კროსვორდ ტური“ და „ინტელექტუალური დუელი“ გაიმართა.
„კროსვორდ ტური“ ინდივიდუალურ ხასიათს ატარებდა და მონაწილეები 5 კალათაში იყვნენ გადანაწილებული, ჯგუფის გამარჯვებულები კი ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
ფინალური ეტაპის 5 მონაწილიდან დაძაბულ ბრძოლაში გამოვლინდა პრიზიორები - თანაჩემპიონები გახდნენ ილია ბატიაშვილი (ბიზნესის ფაკულტეტი) და ლუკა ქორიძე (მედიცინის ფაკულტეტი), მესამე ადგილი კი ლაშა სვინტრაძემ (სამართლის ფაკულტეტი) დაიკავა.
„ინტელექტულურ დუელში“, ოლიმპიური პრინციპით, 4 მოთამაშისგან დაკომპლექტეტული გუნდები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში „შილდმა“ „ავრორა“ დაამარცხა, ხოლო ფინალში დამატებითი კითხვების სერია ვიხილეთ, სადაც „აკომამ“ „ფენიქს“ აჯობა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
1 ადგილი - „აკომა“, კაპიტანი - ლილე ქურასბედიანი (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
2 ადგილი - „ფენიქსი“, კაპიტანი - ბესიკ თავართქილაძე (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
3 ადგილი - „შილდი“, კაპიტანი - გიორგი სახვაძე (მედიცინის ფაკულტეტი).
პრიზიორები ინტელექტკლუბისგან წიგნებით, სუვენირული ბუებით, მედლებითა და სხვა საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება