10 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტეის ინტელექტკლუბში „რა? სად? როდის?“ გაზაფხულის სეზონის ჩემპიონატი განახლდა.
ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა ფაკულტეტიდან დაკომპლექტებული 20-მდე გუნდის 120 სტუდენტი იღებს.
თამაში შედგებოდა 24 შეკითხვისგან, რომლებიც მოიცავდა როგორც კლასიკურ, ისე ბლიცის, სუპერბლიცისა და შავი ყუთის რაუნდებს.
პირველი ტურის შემდეგ, პირველ-მეორე ადგილებს თანაბარი ქულებით იყოფენ წინა სეზონის ჩემპიონი „არგო“ (კაპიტანი - ლიკა ჯაფარიძე) და „აკომა“ (კაპიტანი - ლილე ქურასბედიანი), ხოლო მესამე ადგილზეა „სიზიფეს მითი“ (კაპიტანი - გიორგი ლომუაშვილი).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება