კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა შეუერთდა IATUL-ის და საერთაშორისო საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების ასოციაციის წევრი გახდა. ასოციაცია მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს და წამყვანი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს აერთიანებს. IATUL-ს ჰყავს 260-ზე მეტი აქტიური წევრი მთელ მსოფლიოში. ისინი თანამშრომლობენ, ქმნიან სინერგიებს და ხელს უწყობენ ინოვაციებს მათი საბიბლიოთეკო ასოციაციის IATUL-ის მხარდაჭერით.
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაცია (IATUL) 1955 წელს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დაარსდა, როგორც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც წარმოადგენდა საერთაშორისო ფორუმს მსოფლიოს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში ბიბლიოთეკასთან დაკავშირებული იდეების გაცვლისთვის. 2014 წლის ყოველწლიურ კონფერენციაზე ჰელსინკიში, IATUL-ის გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი მანდატი, რომ მოიცვას ყველა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა საერთაშორისო დონეზე, განურჩევლად მათი აკადემიური სპეციალობისა. ამ დროისთვის ასოციაცია მსოფლიოს 70 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებს აერთიანებს, მათ შორის კი უკვე ქართული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებიცაა (CIU; BTU).
ასოციაციის მიზანია, წევრი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკების აკადემიური და კვლევითი კონტაქტების გაფართოება, ინსტიტუციური განვითარება, ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო საგანმანათლებლო სფეროს გამოწვევების კოლაბორაციული გზით გადაჭრაა. ორგანიზაციის აქტივობებს შორის არის: ბიბლიოთეკების პერსონალის გადამზადება, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო და კვლევით პროექტებში ასოციაციის წევრ ქვეყნებში, ერთობლივი ვორქშოპები და სემინარები, ყოველწლიური კონფერენციები და სხვადასხვა სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი აქტივობები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება