CIU-ს შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია 2023
13 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის / სამართლის ფაკულტეტის და ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, CIU-ს შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია 2023: „ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართება.
კონფერენცია განკუთვნილია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთათვის.
კონფერენციის დეტალები:
- 25 ნოემბრამდე, კონფერენციის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ აბსტრაქტი (150-200 სიტყვა) ქართულ და ინგლისურ ენებზე. (სათაურები, თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი/გვარი, სასწავლო დაწესებულების დასახელება და სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ხელმძღვანელის სახელი/გვარი, სამეცნიერო ხარისხი დარგის მითითებით, აკადემიური წოდება) - 14 Bold; ძირითადი ტექსტი - 12; ინტერვალი - 1,5; გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.);
- 1 დეკემბრამდე, მონაწილეები მიიღებენ კონფერენციაზე მონაწილეობის მიღების შესახებ დამადასტურებელ მეილს;
- კონფერენცია გაიმართება 13 დეკემბერს;
- კონფერენციაზე მომხსენებელს დაეთმობა 7-10 წუთი + 5 წუთი დისკუსიისთვის.
სექციები:
- პოლიტიკური უსაფრთხოება;
- ეკონომიკური უსაფრთხოება;
- სამხედრო უსაფრთხოება;
- სამეცნიერო-ტექნიკური უსაფრთხოება;
- საინფორმაციო უსაფრთხოება;
- კიბერუსაფრთხოება;
- საერთაშორისო უსაფრთხოება (მიმდინარე აქტუალური კონფლიქტები).
სექციები (პანელები):
- პოლიტიკური უსაფრთხოება, სამხედრო უსაფრთხოება და საერთაშორისო უსაფრთხოება (მიმდინარე აქტუალური კონფლიქტები);
- საინფორმაციო უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოება;
- ეკონომიკური უსაფრთხოება და სამეცნიერო-ტექნიკური უსაფრთხოება.
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების თეზისები გამოიცემა, როგორც ელექტრონულად, ასევე, შრომათა კრებულის სახით, ხოლო შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/gkDQ3
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: nscconference2023@gmail.com