კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი ჟურნალისტიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის იწყებს ახალ პროექტს - „CIU მედიასკოლა“.
პროექტის მიზანია, აბიტურიენტებს მიაწოდოს ზოგადი ცოდნა ჟურნალისტიკის სფეროს შესახებ და გააცნოს მათ პროფესიაში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები. პროექტი მოიცავს როგორც ონლაინ მასტერკლასებს, ისე პრაქტიკულ ვორქშოპებსა და სემინარებს CIU მულტიმედია ცენტრში.
სალექციო პერიოდი: 15-22 მარტი.
შეაფასე საკუთარი შესაძლებლობები პროფესიაში და მიიღე ციფრული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსის 1000 ლარიანი ვაუჩერი;
პროექტში მონაწილეობისთვის გაიარე მარტივი რეგისტრაცია: https://bit.ly/3KGY7TP
თემატიკა და სპიკერები:
ზაზა ცოტნიაშვილი - CIU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, განათლების სახლის დამფუძნებელი, პროფესორი;
სულხან მელაძე - CIU-ს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი;
ეკა თხილავა - ჟურნალისტიკის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი;
ნანა ამირანაშვილი - CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
ტრენინგები გაიმართება ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.
ვორქშოპები:
Workshop 1 - „თანამედროვე მულტიმედიაპროდუქტები“
სპიკერი: სულხან მელაძე - CIU-ს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი;
Workshop 2 - „ფოტორეპორტიორი - ჟურნალისტური პროფესია“
სპიკერი: რუსუდან კვარაცხელია - CIU-ს მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი, ასოცირებული პროფესორი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება