კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისთვის.
კონფერენციის დღე: 14 ივნისი, 2025;
მისამართი: ჩარგლის ქ. 73, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი.
სექციები:
სამუშაო ენები:
მოთხოვნები:
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს; ასევე, კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვებიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოწაფეები. აღნიშნული კოლაბორაცია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად;
მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში, სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს. სტუდენტი პასუხისმგებელია მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე;
აუცილებელია აპლიკანტს ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც უნდა იყოს აკადემიური სფეროს წარმომადგენელი: პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი ან მოწვეული ლექტორი;
სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, არ დაუშვას არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი ან გაუმართავად თარგმნილი თეზისის ავტორი; კონფერენციაში მონაწილეობაზე დასტური ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს;
კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის ავტორი წარადგენს მხოლოდ ნაშრომის თეზისს, სრულ ვარიანტს კი პრეზენტაციის სახით წარადგენს კონფერენციის დღეს;
კონფერენციაზე დასაშვებია ინდივიდუალური ან ორი თანაავტორის მიერ წარმოდგენილი ნაშრომები. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები (სამი და მეტი ავტორის მონაწილეობით) არ განიხილება.
თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრების დაცვით:
თეზისის მოცულობა თითოეულ ენაზე უნდა იყოს არანაკლებ 750 და არაუმეტეს 1300 სიმბოლოსა (სიმბოლოებში ითვლება სასვენი ნიშანიც და სიტყვებს შორის დაშორებაც);
შრიფტი: Sylfaen.
ინფორმაცია მონაწილეთათვის:
კონფერენციის პროგრამას მონაწილეები მიიღებენ ბეჭდური სახით, ხოლო თეზისები გამოქვეყნდება ელექტრონული ფორმით უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე - ciu.edu.ge
მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 10 წუთი, დებატებისთვის - 5 წუთი;
შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი; სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან ასევე მოსწავლეთა სექციის მონაწილეთა ხელმძღვანელები/პედაგოგები.
მნიშვნელოვანი თარიღები:
♦ 18.04.2025 - კონფერენციაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა;
♦ 07.05.2025 - აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ;
♦ 14.06.2025 - კონფერენციის გახსნა.
იხილეთ კონფერენციის სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: conference@ciu.edu.ge
საორგანიზაციო კომიტეტი:
ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ვახტანგ წივწივაძე - CIU-ს კანცლერი;
ვახტანგ წივწივაძე - CIU-ს ვიცერექტორი;
ოლანი გოცირიძე - ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, CIU-ს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი;
მაგდა თორთლაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, კსუ-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
ქეთევან ნანობაშვილი - პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი;
გიორგი ხატიძე - სამართლის დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი;
ეკატერინე ჭალაგანიძე - მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ანუკი წივწივაძე - CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
ქეთევან შოშიაშვილი - ისტორიის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი;
მაია ხელაია - CIU-ს უცხო ენების ცენტრის ხელმძღვანელი;
მედეა წივწივაძე - CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე;
ნანა ჯანაშია - CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
ბექა მანაგაძე - CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი, CIU-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;
დიმიტრი ცანავა - CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი;
ლაშა ბოდაველი - CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კოორდინატორი;
შენგელი კიკილაშვილი - CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი;
ნინო სუდაძე - CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის კოორდინატორი;
მარიამ ნებიერიძე - ფილოლოგიის დოქტორი;
რევაზ ბერულავა - CIU-ს დოქტორანტურის სამსახურის კოორდინატორი;
ნანა ჭრელაშვილი - CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის კოორდინატორი;
ნინო ბოჭორიშვილი - CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი;
ლიკა ბულია - CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი;
მარიკა ჩხენკელი - CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი;
ანი გაგნიძე - CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი.
სამეცნიერო საბჭო:
სესილი გოგიბერიძე - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, CIU-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;
კახაბერ კორძაია - მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს რექტორი;
მარინა გედევანიშვილი - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი; CIU-ს ასოცირებული პროფესორი; CIU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ნინო მინდიაშვილი - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე;
ნინო ჭალაგანიძე - ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი, CIU-ს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი, CIU-ს კანცლერის მრჩეველი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
ოლანი გოცირიძე - ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, CIU-ს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი;
დავით მაღრაძე - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, CIU-ს მევენახეობა მეღვინეობის ფაკულტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი;
მაგდა თორთლაძე - მედიცინის აკადემიური დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
ზაზა ხაჭიპერაძე - მედიცინის დოქტორი, CIU-ს ასისტენტი, CIU-ს მედიცინის ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების ხელმძღვანელი;
ლელა წიტაიშვილი - CIU-ს ასოცირებული პროფესორი, სტომატოლოგიის ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების ხელმძღვანელი;
სოფიო კასრაძე - მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი, CIU-ს პროფესორი;
მამუკა ნემსაძე - ექიმი მეან-გინეკოლოგი, CIU-ს პროფესორი;
ლაშა გულბანი - ზოგადი ქირურგი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი;
ქეთევან ნანობაშვილი - პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი;
გიორგი კაკაშვილი - ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში, CIU-ს პროფესორი, CIU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი;
მარინე ხიზანიშვილი - ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ჯემალ სოლოღაშვილი - ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
თეა ლაზარაშვილი - ეკონომიკის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ლალი მიქელაძე - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
მამუკა თორია - ეკონომიკის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
თეა კასრაძე - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, CIU-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
რუსუდან დალაქიშვილი-ჭიჭინაძე - ეკონომიკის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
გიორგი ხატიძე - სამართლის დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი;
თამთა წირქვაძე - სამართლის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
მინდია უგრეხელიძე - სამართლის დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
ბექა ქანთარია - სამართლის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი;
როინ მიგრიაული - სამართლის აკადემიური დოქტორი; CIU-ს ასოცირებული პროფესორი;
გურამ ღვინჯილია - სამართლის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ანა გურიელი - სამართლის დოქტორი, CIU-ს ასისტენტ-პროფესორი;
გიორგი ქობალია - სამართლის დოქტორი, CIU-ს ასისტენტ-პროფესორი;
ეკატერინე ჭალაგანიძე - მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
თამარ კიკნაძე - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი;
ვახტანგ მაისაია - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;
ზაზა ცოტნიაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალისტიკის მიმართულებით, CIU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, CIU-ს მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, CIU-ს პროფესორი;
ნანა პარინოსი - ამერიკისმცოდნეობის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, CIU-ს „შეერთებული შტატებისა და კანადის შესწავლის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი;
მადონა შელია - ფილოლოგიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;
ეკატერინე არჩვაძე - ფილოლოგიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;
ეკატერინე ვაწაძე - ფილოლოგიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
ლილიანა გოგიჩაიშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
ხათუნა კაჭარავა - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი;
ეკა ბერაია - ამერიკათმცოდნეობის დოქტორი, CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
დავით ტაბატაძე - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეპროპათმცოდნეობის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი;
მარია ესპონა - კრიმინოლოგიის დოქტორი, CIU-ს პროფესორი, CIU-ს გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი;
ჯონათან გერდეს სკოტი - ამერიკათმცოდნეობის დოქტორი, ბრიგადის გენერალი, CIU-ს პროფესორი;
მარჩინ ოლეინიკი - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, პოზნანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი;
გელა გიორგაძე - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ბრიგადის გენერალი, CIU-ს ასისტენტ-პროფესორი;
ქეთევან შოშიაშვილი - ისტორიის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი;
გიორგი ფარეშიშვილი - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, CIU-ს აკადემიური ასისტენტი, CIU-ს რექტორის მრჩეველი, CIU-ს „ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელი;
მარინე უგულავა - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, CIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი;
შორენა ქურდაძე - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, CIU-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება