23 დეკემბერს მედიაჰოლდინგ „კომერსანტში“ CIU ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მრჩეველთა საბჭოს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სტუდენტები ჰოლდინგის დამფუძნებელსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, გიორგი სამუშიას შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში დეკანის სტუდენტური მრჩეველთა საბჭოს წევრები გაეცნენ „კომერსანტის“ მუშაობას, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, გაცვალეს ურთიერთთანამშრომლობის იდეები და შეთანხმდენენ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, სადაც დაამუშავებენ განსახორციელებელ პროექტებს, ამ ყველაფრის საფუძველზე კი უახლოესი სამი კვირის განმავლობაში მოამზადებენ ჰოლდინგთან გასაფორმებელ მემორანდუმის ტექსტს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება