10 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტ გიორგი ზვიადაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „რელიგიური არასახელმწიფოებრივი აქტორების როლი საერთაშორისო ურთიერთობათა პროცესში: ცივილიზაციათა შეჯახების რეალიები გეოპოლიტიკური ტრანზიციის პირობებში“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ვახტანგ მაისაია, ოფიციალური რეცენზენტები კი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, ლიანა მელიქიშვილი და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თამარ კიკნაძე.
დაცვის კოლეგიას ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.
დისერტაციის დაცვას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი ზვიადაძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება