27 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „განათლების სახლის“ აბიტურიენტებისთვის პროფესიული ორიენტაციის ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგს CIU-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დავით გვეტაძე უძღვებოდა, რომელმაც ძირითადად პროფესიის არჩევის თავისებურებებზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში აბიტურიენტებს მიესალმნენ CIU-ს რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი და CIU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის / მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ზაზა ცოტნიაშვილი.
დასასრულს, ტრენინგის მონაწილეები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ასევე მადლობის სიგელები გადაეცათ „განათლების სახლის“ პედაგოგს, ნინო მელაშვილსა და მთავარ მენეჯერს, ლიკა ცოტნიაშვილს.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და „განათლების სახლის“ ურთიერთობას დიდი ისტორია აქვს, რომელიც დღესაც აქტიურად გრძელდება.
CIU წარმატებას უსურვებს აბიტურიენტებსა და „განათლების სახლს“!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება