კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) აცხადებს ფუნდამენტური სამეცნიერო გრანტების კონკურსს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი ცოდნის, თეორიების და მოდელების შექმნას, კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში ინტეგრაციას, ახალგაზრდა მკვლევრების ჩართვას კვლევით პროცესში, ახალგაზრდების მოზიდვას, ინტერნაციონალიზაციას, უნივერსიტეტსა და უცხოურ უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი კვლევების წარმოებას და მაღალი ხარისხის სამეცნიერო კვლევების განვითარებას. კვლევის შედეგებს გრძელვადიან პერსპექტივაში წვლილი უნდა შეჰქონდეს მეცნიერულ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ა.შ. განვითარებაში ეროვნულ ან/და საერთაშორისო დონეზე.
კონკურსში მონაწილე პროექტები თემატურად უნდა შეესაბამებოდეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და წვლილი უნდა შეჰქონდეთ მათ განვითარებაში. პროექტის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12 ან 18 თვე. თითოეული საანგარიშო პერიოდი უნდა შეადგენდეს 6 თვეს. უნივერსიტეტისგან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30000 ლარს ბიზნესის და ტექნოლოგიების, სამართლის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმარულებების შემთხვევაში, ხოლო 35000 ლარს მედიცინისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებების შემთხვევაში.
პროექტის ელექტრონული რეგისტრაცია – 2024 წლის 27 აგვისტოდან 28 ოქტომბრის 18 სთ.-მდე.
სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტში განცხადების წარმოდგენა - 2024 წლის 1 ნოემბრის 17 საათამდე.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტაცია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება