კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მონაცემთა ბაზების შესახებ მორიგი ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგი ინგლისურ ენაზე მიმდინარეონდა და ის სპეციალურად უცხოენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვისა და აკადემიური პერსონალისთვის იყო განკუთვნილი.
შეხვედრაზე ებსკოს წარმომადგენლებმა პრაღის ოფისიდან თამილა მირკამალოვამ და აშშ-ს ოფისიდან როდნეი ნაიბორგიმ, შპს "ინოვაციური სისტემების მართვის" წარმომადგენელ ნანა ხუსკივაძესთან ერთად, ძებნის მექანიზმის გამოყენება EBSCOhost პლატფორმაზე, ელექტრონულ რესურსებსა და მონაცემთა ბაზებზე ისაუბრეს.
ტრენინგის, რომელიც კსუ-ს ბიბლიოთეკის ინიციატივით პერმანენტულად იმართება, მიზანია სამეცნიერო ბაზებში ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების მექანიზმების შესწავლა.
შეხვედრას კსუ-ს ბიზნესისა და მედიცინის უცხოენოვანი პროგრამების სტუდენტები, პროგრამის ხელმძღვანელები, მედიცინის დეკანი და ბიბლიოთეკარები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება