კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, 2018 წლის 30 ივნისს - დაარსებიდან 60 წელი უსრულდება. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხი - ერთობლივ პროექტს - ,,60 წლის 60 წამი“ - ახორციელებენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დასახული მიზნების მისაღწევად, კსუ-ის კანცლერმა - ვახტანგ წივწივაძემ და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა - ზაზა აბაშიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. თანამშრომლობა უნივერსიტეტში და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში არსებულ ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსის ეფექტურად გამოყენებას, საგანმანათლებლო, კვლევითი ღონისძიებების, მედიაპროექტების შემუშავებასა და განხორციელებას ითვალისწინებს;
ღონისძიებას, კსუ-ს მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელები და შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
ერთობლივი პროექტი - ,,60 წლის 60 წამი“ - ივნისის თვეში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, ორი კვირის განმავლობაში იტრიალებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება