,,საკანონმდებლო მონაცემთა ბაზა „Codex“-ის გამოყენება და ინფორმაციის მოძიება" - ტრენინგს კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესწრებოდნენ. მონაცემთა ბაზის დამაარსებელმა და ავტორმა - დავით ბოლქვაძემ, შეკრებილი საზოგადოებისათვის, საძიებო სისტემის გამოყენების ძირითადი ასპექტები მიმოიხილა.
ბაზა 1992 წლიდან დღემდე გატარებულ ყველა კანონს, საერთაშორისო ხელშეკრულებას, ნორმატიულ აქტსა და სხვა საკანონმდებლო ხასიათის დოკუმენტაციას აერთიანებს.
აღნიშნული მონაცემთა ბაზა სამართლის ფაკულტეტის პროფესურისა და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს. მომხსნებელმა ტრენინგის დასკვნით ნაწილში, მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა და როგორც ტექნიკური ასევე შინაარსობრივი საკითხები კიდევ უფრო დეტალურად გაარჩია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება