რუსულ -სომხური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა - ალექსანდრე რუსეცკიმ, უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისა და თემით დაინტერესებული საზოგადოებისათვის ლექცია ჩაატარა.
შეხვედრის ძირითადი თემა - პროფესორის საავტორო პროექტს - ,,სიმ - მეთოდს“, როგორც პროფესიული ბედნიერების მიღწევის გზას შეეხებოდა. აღნიშნული მეთოდი სასწავლო პროცესის ეფექტურობის ზრდის შესაძლებლობას იძლევა, სწორედ ამიტომ სიმ-მეთოდის მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, საუნივერსიტეტო მასშტაბით, ,,სიმ - მეთოდით“ დაინტერესება და გამოხმაურება საკმაოდ დიდია. უმაღლესი სასწავლებლები მეთოდის სასწავლო პროცესში დანერგვასა და გამოყენებას აქტიურად ცდილობენ.
ლექციის დასკვნითი ნაწილი, კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ლექცია ორ უნივერსიტეტს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:
https://goo.gl/VjKvVc
https://goo.gl/Phh9pi
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება