კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ვარშავის სტეფან ვიშინსკის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორს, ელზბიეტა კარსკას საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გარდა, ელზბიეტა კარსკას მეუღლე, ევროპარლამენტარი კაროლ კარსკა და პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლე მალგუჟატა მაშკევიჩი ესწრებოდნენ.
ელზბიეტა კარსკას საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი სერტიფიკატი უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ელზბიეტა კარსკას მხარდაჭერით აქტიური თანამშრომლობა იგეგმება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ვარშავის სტეფან ვიშინკის სახელობის უნივერსიტეტთან, რაც შესაბამისი ერთობლივი პროგრამის კურსდამთავრებულთათვის ორმაგი დიპლომების გაცემაში, სამეცნიერო-ანალიტიკური კვლევების ჩატარებასა და კონფერენციების ორგანიზებაში აისახება. ასევე, მნიშვნელოვანია პოლონეთში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენცია ჰიბრიდული ომის შესახებ, სადაც პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბთან ერთად თანაორგანიზატორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტია.
შეგახსენებთ, რომ ელზბიეტა კარსკა წლების განმავლობაში იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე და პოლონეთის საერთაშორისო სამართლის ასოციაციის წევრი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება