კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის - ირინა ღვინერიას ინიციატივით, ფაკულტეტის საბჭოს გაფართოვებული სხდომა ჩატარდა. შეხვედრას, კსუ-ს რექტორი - კახაბერ კორძაია, სოციალურ მეცნიერებათა და უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტების წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
საბჭოს გაფართოვებულ სხდომაზე, რამდენიმე ძირითადი თემა განიხილეს, მათ შორის, აკრედიტაცია - ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობა და მასში აკადემიური პერსონალის ჩართულობა, ფაკულტეტის მენეჯმენტის ოპტიმიზაცია-რაციონალიზაციის საკითხი და ყველა ის მნიშვნელოვანი სიახლე და გამოწვევა, რასაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახალი სტანდარტის მიხედვით უყენებს.
ირინა ღვინერიამ საბჭოს სხდომაზე, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის ორ ცვლაში გადასვლის საპილოტე პროექტის შესახებაც ისაუბრა და ამ საკითხზე პროფესორ-მასწავლებლების მოსაზრებები მოისმინა.
შეხვედრის ბოლოს რექტორმა, დეკანმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა, დამსწრე საზოგადოების პოზიცია მოისმინეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება