კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ და Global Educational Services-ის დირექტორმა გურბაჩან ლალიმ, კსუ-ს უცხოელი სტუდენტებისთვის აშენებული სტუდენტური საცხოვრებელი საზეიმოდ გახსნეს. ცერემონიას კსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
Global Educational Services-ის მიერ აშენებული საცხოვრებელი უნივერსიტეტის სიახლოვეს მდებარეობს და უცხოელი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. შენობა-ნაგებობა 3 სართულისაგან შედგება და 650 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს, საცხოვრებელი ამჟამად 90 სტუდენტზეა გათვლილი, თუმცა მიმდინარე წლის ზაფხულში ადგილების რაოდენობა 160-მდე გაიზრდება. Global Educational Services-ის წარმომადგენელის ინფორმაციით, ეს პროცესი წლიდან წლამდე გაგრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
სტუდენტური საცხოვრებელი თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენდა და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დაცვისა და ვიდეო თვალთვალის რეჟიმით იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ Global Educational Services-ი კსუ-ს პარტნიორ ორგანიზაციას 2015 წლიდან წარმოადგენს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება