წარმატებული გამოდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფეხბურთელებისთვის 19 დეკემბრის მერვედფინალური მატჩი, სადაც კსუ-ს გუნდი - დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ნაკრებს დაუპირისპირდა.
თამაში კსუ-ს აშკარა უპირატესობით წარიმართა, რაც შეხვედრის ორივე ტაიმში გოლების რაოდენობაზეც აისახა და მატჩის საბოლოო ანგარიში 5:0 დაფიქსირდა.
კსუ-ს გუნდიდან თავი გამოიჩინეს ირაკლი ჯანხოთელმა, თევდორე მაყაშვილმა, დავით ხარაზმა, გიორგი ცერცვაძემ და თაზო ვახანიამ, რომელებმაც მეტოქის კარში თითო გოლი გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიადას თასის გათამაშებაში, საქართველოს მასშტაბით 34 უმაღლესი სასწავლო დაწესებულების საფეხბურთო გუნდი ჩაერთო, მათგან მეოთხედფინალურ ეტაპზე კსუ-ს ნაკრებთან ერთად 7 გუნდი გადავიდა.
საფეხბურთო მატჩის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრას, კსუ 25 დეკემბერს გამართავს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება