კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს საადვოკატო კომპანია ,,თქვენი ადვოკატის“ დამფუძნებელი - ნიკა სადრაძე შეხვდა და საჯარო ლექცია თემაზე - ,,სისხლის სამართლის საქმის გამოძიების თავისებურებანი“ - ჩაუტარა.
მომხსენებელი სტუდენტებს სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა - ვლადიმერ მაჭარაშვილმა წარუდგინა.
ადვოკატმა, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს მოკლედ გააცნო თავისი პროფესიული გამოცდილებისა და მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია და მათთან კონკრეტული მაგალითები და შემთხვევები განიხილა.
საჯარო ლექცია რამდენიმე ძირითადი მიმართულებით წარიმართა: მომხსენებელმა დეტალურად მიმოიხილა საგამოძიებო პროცესის ეტაპები, სირთულეები და გამოწვევები. ნიკა სადრაძემ ბულინგის, პროპაგანდის, საზოგადოებასა და ქვეყანაში არსებულ ზოგად ფონზეც გაამახვილა ყურადღება.
ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ საუბარში, გამოხატეს თავისი პოზიცია და დამატებითი შეკითხვებიც დაუსვეს მომხსენებელს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება