9-11 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში გამართულ ახალგაზრდულ პროექტში - „ევროპარლამენტის მოდელირება 2017“, - მონაწილეობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა გიორგი თოდუამ და მიხეილ მთვარელიშვილმა მიიღეს.
პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით აერთიანებდა მოტივირებულ ახალგაზრდებს, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ევროპარლამენტის მუშაობის სპეციფიკასა და ემსჯელათ ევროპასა თუ მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ პროცესებზე. პროექტში გიორგი თოდუა საკონსტიტუციო საკითხების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, მიხეილ მთვარელიშვილი კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტეტს წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ პროექტში, რომელიც „ევროპის აკადემიური ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა, მიხეილ მთვარელიშვილი 7 საუკუთესო დელეგატს შორის მოხვდა. სტუდენტები „ევროპარლამენტის მოდელირება 2017“-ში მონაწილეობას კსუ-ს ხელმძღვანელობის ფინანსური მხარდაჭერით იღებდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება