კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, პირველი დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.
ფორუმი 9 დეკემბერს მცხეთაში გაიხსნა და ათი დღის მანძილზე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა თემატური ღონისძიება და შეხვედრა გაიმართება.
14 დეკემბრის ღონისძიება სრულად მიეძღვნა ახალგაზრდობის თემას, ფორუმზე სიტყვით ოფიციალური პირები და სტუდენტები წარდგნენ. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარდგა კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი - ვლადიმერ მაჭარაშვილი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებსა და პროექტებზე, რომელსაც კსუ - დემოგრაფიული ფონის სტიმულირების მიზნით, უნივერსიტეტის მასშტაბით სისტემატურად ახორციელებს. ვლადიმერ მაჭარაშვილმა უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი დემოგრაფიული პრობლემების შემსწავლელ ცენტრზეც ისაუბრა, რომელიც კვლევით პროექტებსა და სამეცნიერო სტატიებს რეგულარულად გამოსცემს.
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში, ახალგაზრდებთან შეხვედრას თბილისის მერი - კახა კალაძეც ესწრებოდა, რომელმაც თავის სიტყვაში, ყურადღება გაამახვილა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე და ამ მხრივ, მერიის მხრიდან დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე, ორგანიზატორებმა და მომხსენებლებმა, ყურადღება გაამახვილეს იმ ოფიციალურ სტატისტიკაზეც, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, საქართველოში შობადობას სიკვდილიანობამ გადააჭარბა. ასეთი მონაცემები არ დაფიქსირებულა ბოლო 2 საუკუნის მანძილზე. ამ საკითხზე გადაცემები მომზადდა მსოფლიოს წამყვან ტელევიზიებში, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო იმ 5 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელსაც ფიზიკური წყვეტა ემუქრება.
დემოგრაფიულ ფორუმში სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების გარდა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც აქტიურად ჩაერთნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება