კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს, საერთაშორისო ორგანიზაცია - ,,დე ბორდას“ დირექტორი პეტერ ემერსონი შეხვდა. მოწვეულმა სტუმარმა საჯარო ლექცია თემაზე - ,,უმრავლესობის მიღმა, პოსტკონფლიქტური საზოგადოების პოლიტიკა“ - ჩაატარა და დამსწრე აუდიტორიასთან ამ მხრივ მსოფლიო მასშტაბით არსებული პრობლემები და შემთხვევები მიმოიხილა.
ინდიფერენტული საზოგადოება არჩევნების პროცესში, საარჩევნო სუბიექტების დეფიციტი, არჩევანი ორ კანდიდატს შორის, ან კიდევ უფრო რთული შემთხვევა - როდესაც ამომრჩეველი ერთი კანდიდატის საწინააღმდეგოდ აფიქსირებს თავის ხმას.
მომხსენებელმა დემოკრატიაზე, მემარჯვენე და მემარცხენე ფრთაზე და კონფლიქტებსა და ომებზე ისაუბრა.
საჯარო ლექციის დასკვნით ნაწილში პეტერ ემერსონმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და სხვადასხვა სიტუაციური მაგალითებით, დამსწრე აუდიტორიასთან, კონკრეტული შემთხვევები განიხილა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება