8 დეკემბერს საქართველოს (კსუ), პოლონეთისა (ოპოლეს უნივერსიტეტი) და უკრაინის (ბერდიანსკის პედაგოგიური უნივერსიტეტი) საუნივერსიტეტო დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით, II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ონლაინ კონფერენცია გაიმართა.
აღნიშნული კონფერენცია თემაზე - „სიცოცხლის ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე პრობლემები გლობალიზაციის პროცესში“ - ჩატარდა.
კონფერენციაზე მოხსენება კსუ-ს ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე რუსეცკიმ წარადგინა.
II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად ჩაერთო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კერძოდ, კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს წევრი კსუ-ს ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე რუსეცკი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი კი ამავე ცენტრის უფროსი სპეციალისტი ოლგა დოროხინა გახლდათ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება