თბილისის 55-ე ჩემპიონატში, ინტელექტუალურ თამაშზე - რა? სად? როდის? - კსუ-ს სტუდენტებით დაკომპლექტებული ორი გუნდი, უმაღლეს ლიგაში გადავიდა და ახალი სეზონიდან უფრო დიდი წარმატებისათვის იბრძოლებს.
კსუ-ს ინტელექტკლუბის დამფუძნებელი ბაკურ ხუბულავა და ბექა სარალიძე გუნდ - ,,სავსე მთვარის სამეფოში“ თამაშობენ, ხოლო ირაკლი გაბელია - ,,fight club-ს“ წარმოადგენს.
ჩემპიონატში მონაწილე 45 გუნდიდან, რომელთა მოთამაშეები ყველანაირ ასაკობრივ კატეგორიას წარმოადგენენ (მოსწავლე, სტუდენტი, ლექტორი, პენსიონერი) უმაღლესი ლიგისათვის ბრძოლა ექვსი ტურის განმავლობაში მიმდინარეობდა და პირველი ლიგიდან დაწინაურება ჯამში შვიდმა გუნდმა მოახერხა.
კსუ ულოცავს თავის სტუდენტებს ამ წარმატებას და უმაღლეს ლიგაში ნაყოფიერ თამაშს უსურვებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება