4-11 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურმა დარბაზმა, მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალს - ,,ნიღაბი 2017-ს“ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებისა და კომპეტენტური ჟიურის წინაშე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასთან ერთად, საქართველოს ხუთი უნივერსიტეტი, ინტეგრირებული თეატრალური დასი, ირანის ეკონომიკისა და უკრაინის აგრარული უნივერსიტეტების დასებიც წარსდგნენ.
დასის სამხატვრო ხელმძღვანელის ეკატერინე კვირკელიას თქმით, კსუ-ს ,,ღვინის თეატრი“ ფესტივალისთვის ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან ემზადებოდა.
6 დეკემბერს, ფესტივალ ,,ნიღაბი 2017-ის“ ერთი სრული დღე, კსუ-ს დასს დაეთმო. ,,ღვინის თეატრმა“ ეკატერინე კვირკელიას სცენარის ავტორობითა და რეჟისორობით - სპექტაკლი ,,გზა ტაძრისაკენ“ წარუდგინა მაყურებელს.
ფესტივალ ,,ნიღაბი 2017-ის“ გამარჯვებული ნომინაციების გამოვლენა, დასკვნით დღეს ჩაინიშნა. აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 6 ნომინაციაში იყო ჟიურის მხრიდან წარდგენილი, საბოლოო ჯამში კი წარმატებული გამოდგა ,,ღვინის თეატრის“ მოყვარული მსახიობის ანი ბობოხიძის მიერ შესრულებული დრამატული როლი. ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, კსუ-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი - ქალის დრამატული როლის საუკეთესო შესრულებისთვის გამოარჩიეს.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა, სამხატვრო დასის სტუდენტები, მოყვარული მსახიობები იყვნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება