სამართლის დოქტორმა, კონსტიტუციონალისტმა - ბექა ქანთარიამ, კსუ-ს სამართლის საბაკალავრო - საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია ,,2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში“ ჩაატარა.
აღნიშნული ლექცია, კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის - ვლადიმერ მაჭარაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
ბექა ქანთარიამ, რეფორმის დადებით და უარყოფით ფაქტორებზე ისაუბრა და ამ მხრივ, თანამედროვე გამოწვევების შესახებაც მიაწოდა სტუდენტებს ინფორმაცია.
ვლადიმერ მაჭარაშვილის განცხადებით, ამგვარი შეხვედრებისა და ლექციების მიზანია, ინტერესჯგუფებმა, ამა თუ იმ საკითხსა და თემატიკაში, მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ, რაც მათ შემდგომი ეტაპისთვის თუ სასწავლო საგნების ფარგლებში წინ წაწევს და დაეხმარება.
ლექციის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა, სტუდენტების კითხვებს კონსტიტუციონალისტმა - ბექა ქანთარიამ ამომწურავად უპასუხა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება