2017-2018 წლების სეზონის ,,ა“ ლიგაში მოსახვედრად, 9-დან 18 დეკემბრამდე საკვალიფიკაციო ტურნირი იმართება, რომელშიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდთან ერთად, ,,თბილისი“, ,,რაზმი“ და ,,ზაზა ფაჩულიას აკადემია“ მონაწილეობენ.
9 დეკემბრის სათამაშო დღეს, კსუ-ს გუნდი, კლუბ ,,თბილისს“ დაუპირისპირდა. პირველ პერიოდში თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მალევე გამოიკვეთა კსუ-ს კალათბურთელების უპირატესობა და საბოლოო ჯამში გუნდმა ოთხივე პერიოდის მოგება დამაჯერებელი ანგარიშით შეძლო.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი 17 ქულა ამერიკელმა ლეგიონერმა რაიან აარონმა - აჩვენა. 15 ქულით გამოირჩა გიგი მელაძე, ხოლო ნიკა ღაღანიძემ 12 ქულა მიითვალა.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის საბოლოო ანგარიში, კსუ-ს სასარგებლოდ 91:56 დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის მწვრთნელი ლევან ტყეშელაშვილი გახლავთ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება