ასტურიის პრინცესას ფონდმა გახსნილად გამოაცხადა კანდიდატების წარდგენა ყოველწლიურ საერთაშორისო პრემიაზე 2018 წლისთვის.
პრემიები გაიცემა სხვადასხვა კატეგორიაში: ხელოვნების, ლიტერატურის, კომუნიკაციის, ჰუმანიტარული სფეროს, სოციალური მეცნიერებების, სამეცნიერო და ტექნიკური კვლევის, საერთაშორისო თანამშრომლობის, მშვიდობისა და სპორტის სფეროებში შეტანილი წვლილისთვის.
კანდიდატების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 14 მარტი.
გამარჯვებულ კანდიდატებს პრემიებს გადასცემს ესპანეთის მეფე ფილიპე VI. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2018 წლის ოქტომბერში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ კსუ-ს სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტს 59-ე აუდიტორიაში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება