კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პარასკევი დღე სატელევიზიო ტიპის რა? სად? როდის? - შეჯიბრს დაეთმო.
თამაშში კსუ-ს ინტელექტკლუბის დამფუძნებლებმა და მათი მეგობრების გუნდმა, კსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდისა და მოწვეული სტუმრების წინააღმდეგ ითამაშეს. შეჯიბრში ინტელექკლუბის დამფუძნებლებსა და მათ მეგობრებს შეკითხვებს კსუ-ს ინტელექტკლუბის გუნდების მონაწილეები, კაპიტნები და მოწვეული სტუმრები: პრაიმ აუდიტის დირექტორი - ამირან კილაძე და ისტორიკოსი - ქეთი კვეკვეცია უსვამდნენ.
პარასკევი დღის ინტელექტუალური შეჯიბრი ბაკურ ხუბულავას ექვსეულის სასარგებლოდ 6:2 დასრულდა.
კლუბმა თამაშის საუკეთესო მოაზროვნედ ბაკურ ხუბულავა დაასახელა და მას სიმბოლურად ბუ გადაეცა. თამაშის მსვლელობისას გამოიკვეთა გიგა ჩალიგავასა და გიორგი გოგოჭურის კარგი თამაში, ექვსეულის შემადგენლობაში ასევე ირიცხებოდნენ ჯემალ კონცელიძე (კსუ), გენადი ბჟინავა (სტუ), ვიტალი მაჭავარიანი (თსუ) - გუნდის ყველა მონაწილეს სამახსოვროდ წიგნები გადაეცა.
თამაშის წამყვანი კსუ-ს სტუდენტი და გუნდ - ,,ჰიდრას“ მოთამაშე - ირაკლი ხეჩიკაშვილი გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ ინტელექტკლუბის ორგანიზებით გამართული შემოდგომის სეზონის თამაშები - ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება