საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თაოსნობით ორგანიზებულ უნივერსიადას თასის გათამაშებაში, კსუ-ს საფეხბურთო გუნდი ევროპის უნივერსიტეტის ნაკრებს დაუპირისპირდა.
თამაშის პირველი და მეორე ტური ბურთის ფლობის კუთხით, კსუ-ს უპირატესობით წარიმართა, რაც მატჩის საბოლოო ანგარიშზეც აისახა. გარი წერეთელმა თამაშში დუბლი შეასრულა, ბექა ყარსიმაშვილმა, მერაბ ბოლოთაშვილმა და ირაკლი ჯანხოთელმა კი გუნდს თითო-თითო ქულა შესძინეს.
მატჩი, საბოლოოდ, ანგარიშით 5:3 კსუ-ს გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიადას თასის გათამაშებაში ექვს ჯგუფში გადანაწილებული 34 უმაღლესი სასწავლო დაწესებულების გუნდები მონაწილეობენ. თასის ფინალი დეკემბრის ბოლო კვირას ჩატარდება, სადაც თითოეული ჯგუფის პირველი და მეორე, ასევე საუკეთესო მაჩვენებლებით მესამე ადგილზე გასული ოთხი გუნდი გადავა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომდევნო შეხვედრას 15 დეკემბერს ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტთან ჩაატარებს, სადაც საბოლოოდ დაზუსტდება ამ ჯგუფში, ფინალში გადასულ გუნდთა საბოლოო სია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება