კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ინოვაციებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე რუსეცკის სასწავლო დისციპლინის - ,,ეფექტური მოლაპარაკებები და კომუნიკაცია“ საგნის ფარგლებში, შუალედური გამოცდის მოხსენებები, კავკასიის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიაში, ყაზახეთის ალფარაბის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და საგნის პედაგოგს წარუდგინეს.
სტუდენტური მინი-კონფერენცია გაეროში საქართველოს ინტეგრაციის 25 წლისთავს მიეძღვნა და მომხსენებლებმა ბავშვთა უფლებებსა და უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.
სტუმრებმა - ალფარაბის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და პოლიტოლოგიის ფაკულტეტის, პოლიტოლოგიისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების კათედრის ხელმძღვანელმა - გულნარ ნასიმოვმა და მისმა მოადგილემ სასწავლო-მეთოდოლოგიურ საკითხებში - ბაკიტ რახიმბეკოვამ, სტუდენტური მოხსენებები დადებითად შეაფასეს და შეკრებილ აუდიტორიასთან ,,ყაზახეთის სტუდენტობა და მათი დამოკიდებულება პოლიტიკასთან“- საჯარო ლექცია ჩაატარეს.
ვიზიტის ფარგლებში უცხოელი სტუმრები კსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. საუბრის თემა პოლიტიკურ კულტურასა და პროპაგანდას, დემოგრაფიულ და სოციალურ პრობლემებს შეეხებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება