სამეცნიერო მონაცემთა ბაზები - ეს ის ძირითადი საკითხი იყო, რაზეც ორი დღის მანძილზე EBSCOS-ს წარმომადგენლებმა - ნანა ხუსკივაძემ, მაია მეტრეველმა და საქართველოს საბიბლიოთეკო კონსორციუმის ელექტრონულ მონაცემთა ბაზების კოორდინატორმა - მარიკა ჟორჟოლიანმა - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეხვედრები გამართეს.
ტრენინგს კსუ-ს ბიბლიოთეკის, ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ეკონომიკა, განათლება, გარემოს დაცვა, მედია კვლევები, ანთროპოლოგია, ხელოვნების ისტორია, კულტუროლოგია, ლიტერატურათმცოდნეობა, საერთაშორისო და რეგიონული კვლევები, ფილოსოფია, პოლიტიკა, სამეცნიერო კვლევები, სოციოლოგია - ელექტრონული მონაცემთა ბაზების გამოყენებით, სტუდენტები საჭირო ლიტერატურის მოძიებას ნებისმიერი მათი საქმიანობისა თუ ინტერესის სფეროს მიხედვით, ორგანიზებულად და გამარტივებული ხერხებით შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ გარდა საერთაშორისო საბიბლიოთეკო ქსელში ჩართულობისა, დღეისათვის კსუ-ს საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის საერთო რაოდენობა 21025 ერთეულს მოიცავს. აქედან საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი სახელმძღვანელოების რაოდენობა 15100–ს შეადგენს და მითითებულია საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების პროგრამებში.
ელექტრონულ ბაზებთან გამარტივებული წვდომისთვის გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე: http://www.ciu.edu.ge/page/biblus .
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება