კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით, სხვადასხვა ფაკულტეტის 200-მდე სტუდენტი ერთმოქმედებიან კომედიას - ,,მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტს“ დაესწრო.
სტუდენტებს, რევაზ გაბრიაძის პიესის გოგა ქაჩიბაიასეული რეჟისურისა და სცენური ვერსიის ნახვის შესაძლებლობა პრემიერის დღეს მიეცათ.
სპექტაკლში მოქმედება მე-19 საუკუნეში ვითარდება. გენერალი, თავადი ვანო ფანტიაშვილი მოულოდნელად იღებს დეპეშას. პარიზში გარდაიცვალა ყველას მიერ დავიწყებული ბიძა – მარშალ დე ფანტიე, ანდერძად კი თავადს უზარმაზარი, ფანტასტიკური ზომის, 9747 კარატიანი ბრილიანტი დაუტოვა.
მემკვიდრეობის მისაღებად თავადი ფანტიაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად პარიზში მიემგზავრება, სადაც იწყება თავგადასავლები, ინტრიგები და, რა თქმა უნდა, გენერალის ცხოვრებაში შემოდის პირველი, ამაღლებული სიყვარული.
კსუ-ს სტუდენტების ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში სისტემატურ ხასიათს ატარებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება