კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბმა, ახალი სასწავლო წლიდან საშემოდგომო სეზონი „რა? სად? როდის?“ -თამაშით გახსნა. შეჯიბრებაში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული 10 გუნდი მონაწილეობდა.
ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორების განცხადებით, შეჯიბრება 6 ეტაპად გაიმართება და ფინალისტები დეკემბრის თვეში გამოვლინდებიან.
პირველი თამაშის შედეგებით, ორი დაწინაურებული გუნდი გამოიკვეთა: ,,ბრაჰმანების კასტა” და “Dream killers”.
მიმდინარე სემესტრში ინტელექტკლუბი - „რა? სად? როდის?“ - თამაშის გარდა, შეჯიბრებებს ბრეინინგში, ჯეპარდში და თემატურ ქვიზებში ჩაატარებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება