მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017-ის ფარგლებში, 5 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისათვის ლადო ასათიანის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლიტერატურული ვიქტორინა ჩატარდა.
შეჯიბრების კითხვარი და თემატიკა ლადო ასათიანის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხებოდა. ვიქტორინაში თბილისის 23-ე, 28-ე, 126-ე, 159-ე, 155-ე და 18-ე საჯარო სკოლების 3-3 მოსწავლით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. კონკურსი 3 ეტაპად წარიმართა, დაძაბული ინტელექტუალური შეჯიბრების შემდეგ, პირველ სამ საკონკურსო ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდნენ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა პროექტის ყველა მონაწილესა და სკოლის წარმომადგენელს სამახსოვრო საჩუქრები, პირველ ადგილზე გასულ 18-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს კი ალტაოქეის სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.
ფესტივალის ფარგლებში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, ვიქტორინის პარალელურად, რამდენიმე ღონისძიება - საჯარო ლექცია, სტუდენტური კონფერენცია და ლიტერატურული საღამო გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება