საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით ჩატარებულ მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეორე ღონისძიება გაიმართა.
საქართველოში პირველი ბიზნეს ინკუბატორის მთავარი მენტორი - მარიკა კლდიაშვილი კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და ახალგაზრდა მეწარმეების შესაძლებლობების ზრდასა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ესაუბრა.
სტარტაპი არის განვითარება! ყველაფერი იწყება იდეით! - ტრენერის მიერ კონკრეტულ მაგალითებსა და ფაქტებზე დაყრდნობით განხილული საკითხები 16-მა სტუდენტმა მოისმინა.
ტრენერმა საკითხი ჯგუფური სამუშაოებით, პრეზენტაციებითა და კითხვა-პასუხის რეჟიმის წარმართვით გაშალა და სტარტაპ იდეებზე ამომწურავად ისაუბრა.
სემინარის დასასრულს, მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება